გავრცელებული ინფორმაციით, 21 წლის შემტევი ნახევარმცველი კონტრაქტს 2030 წლამდე გაახანგრძლივებს და ხელფასის სახით 13 მილიონ ევროს მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ ჯამალ მუსიალა ბაიერნის ღირსებას 2020 წლიდან იცავს და მოქმედი კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულში ეწურება. მან რეკორდმაისტერის მაისურით ჩატარებულ 174 შეხვედრაში 50 გოლი გაიტანა და 35 საგოლე გადაცემა გაიფორმა









