რამდენიმედღიანი მოლაპარაკებები დასრულდა — მაურიციო სარი ლაციოში ბრუნდება! დიახ, 66 წლის იტალიელ სპეციალისტსა და "არწივებს" შორის წინასწარი სიტყვიერი შეთანხმება შედგა. მხარეები გარიგების ბოლო დეტალებს უახლოეს საათებში მოაგვარებენ, რის შემდეგაც მაურიციო სარი კლუბთან 2-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.
შეგახსენებთ, მაურიციო სარის ბოლო კლუბი სწორედ ლაციო იყო, საიდანაც 2024 წლის ზაფხულში წამოვიდა. იტალიელი სპეციალისტი დედაქალაქურ კლუბში 2021-2024 წლებში მუშაობდა. ამ დროში ლაციომ 137 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 65 მოიგო, 30 ფრედ დაასრულა, ხოლო 42-ჯერ დამარცხდა.
ბოლო მომენტში რაიმე გაუთვალისწინებელი თუ არ მოხდება, მაურიციო სარი ლაციოში დარბუნდება და მარკო ბარონის შეცვლის.









