ამჟამად ბეშიქთაშის დროებითი მთავარი მწვრთნელი სერდარ თოფრაქთეფია. "არწივები" 18 ტურის შემდეგ, სუპერ ლიგაში, 30 ქულით, მე-6 პოზიციაზე იმყოფებიან. თურქული გრანდი ევროპა ლიგაზეც ასპარეზობს. ბეშიქთაში 6 ტურის შემდეგ, 6 ქულით, 28-ე პოზიციაზეა.
Super Lig
შეთანხმება შედგა — ოლე გუნარ სულშერის ახალი გუნდი ცნობილია

დიდხნიანი პაუზის შემდეგ ოლე გუნარ სულშერი საქმეში ბრუნდება — 51 წლის ნორვეგიელი სპეციალისტი ბეშიქთაშსს ჩაიბარებს! მხარეებს შორის წინასწარი სიტყვიერი შეთანხმება უკვე შედგა, სულშერს თურქეთში ელოდებიან, სადაც მხარეები გარიგების ბოლო დეტალებს შეათანხმებენ და კონტრაქტს გააფორმებენ. მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი მთავარი მწვრთნელი კლუბთან ხელშეკრულებას 2026 წლამდე გააფორმებს.








