შეთანხმება შედგა — ივან იურიჩი რომას ახალი მთავარი მწვრთნელი იქნება. მხარეებმა კონტრაქტის ყველა დეტალი სულ რამდენიმე წუთის წინ მოაგვარეს. ხორვატი სპეციალისტის აგენტი რომას ბაზაზე იმყოფება, სადაც მხარეებმა ხელშეკრულების ბოლო დეტალები შეათანხმეს, თავად იურიჩს კი იტალიის დედაქალაქში უახლოეს საათებში ელოდებიან.
მას შემდეგ, რაც 49 წლის ხორვატმა ტორინო 2023/24 სეზონის ბოლოს დატოვა, მისი კანდიდატურა რამდენიმე გუნდში განიხილებოდა, თუმცა გამოცდილი მწვრთნელი ამ დრომდე უგუნდოდ იყო. დღეს დილით კი რომაში საკმაოდ საინტერესო გადაწყვეტილება მიიღეს — "ჯალოროსიმ" დანიელე დე როსი დაკავებული თანანმდებობიდან გაათავისუფლა. ამის შემდეგ, დედაქალაქური კლუბი იურიჩის აგენტს დაუკავშირდა.
იურიჩს სერია ა-ში მუშაობის დიდი გამოცდილება უმაგრებს ზურგს. ხორვატ სპეციალისტს ტორინოში, პალერმოში, კროტონეში, ჯენოაში, მანტოვასა და ჰელას ვერონაში უმუშავია.
Serie A
შეთანხმება შედგა — რომას ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება










