გავლენიანი ესპანური გამოცემების ინფორმაციით, თორნიკე შენგელია კარიერას ბარსელონაში გააგრძელებს! MARCA და Mundo Deportivo ადასტურებენ, რომ მხარეებს შორის ყველაფერი შეთანხმებულია და 33 წლის ქართველი კალათბურთელი "ბლაუგრანას" ზაფხულის პირველი შენაძენი იქნება. როგორც ირკვევა, მხარეებს შორის 3-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდება.
33 წლის გამოცდილი კალათბურთელი ვირტუს ბოლონიასთან ხელშეკრულებას აღარ გააგრძელებს. ქართველი კალათბურთელით დაინტერესებული რამდენიმე ევროპული კლუბი იყო, მათ შორის რეალ მადრიდიც, თუმცა როგორც ჩანს თოკო ბარსელონაში ითამაშებს.
ესპანურ პრესას თუ დავუჯერებთ, შენგელიამ ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმება გასულ თვეში უკვე გაიარა, ახლა კი მხოლოდ კონტრაქტზე ხელის მოწერაა დარჩენილი.









