დადასტურებულად — მაიკლ კერიკი მანჩესტერ იუნაიტედის ახალი დროებითი მთავარი მწვრთნელი გახდება! მხარეებმა გარიგების ყველა დეტალი შეათანხმეს, 44 წლის სპეციალისტი "წითელ ეშმაკებთან" ხელშეკრულებას სეზონის ბოლომდე გააფორმებს.
მას შემდეგ, რაც რუბენ ამორიმმა მანჩესტერ იუნაიტედი დატოვა, კლუბში რამდენიმე კანდიდატურას განიხილავდნენ, მათ შორის სიაში იყო ოლე გუნარ სულშერიც, თუმცა, ბოლო საათებში ჩატარებული გასაუბრების შემდეგ საბოლოო არჩევანი მაინც მაიკლ კერიკზე გაკეთდა.
შეგახსენებთ, მაიკლ კერიკი მანჩესტერ იუნაიტედის დროებითი მთავარი მწვრთნელი 2021 წელსაც იყო, რა დროშიც გუნდს 3 მატჩში უხელმძღვანელა, საიდანაც მანჩესტერ იუნაიტედმა 2 მოიგო, ხოლო ერთი ფრედ დაასრულა. შემდეგ იყო მიდლსბროს მთავარი მწვრთნელობა, სადაც 2022-2025 წლებში მუშაობდა.
ბოლო მომენტში რაიმე გაუთვალისწინებელი თუ არ მოხდა, მაიკლ კერიკი მანჩესტერულ დერბიში უკვე გუნდთან ერთად იქნება.









