ლუიშ ფიგუმ გაიხსენა თავისი სკანდალური ტრანსფერი მადრიდის რეალში ბარსელონადან. ლეგენდარული ნახევარმცველი იხსენებს, რომ ის ვერ წარმოიდგენდა, თუ იმ დროს ვინმე შეძლებდა იმ კლაუსულის გადახდას, რომელიც მის კონტრაქტში იყო. ასეთი პიროვნება ფლო პერესი აღმოჩნდა.
"ჩემმა აგენტმა მითხრა, რომ არსებობს რეალის პრეზიდენტობის კანდიდატი, ვინც შენი კონტრაქტის გამოსასყიდი თანხის გადახდას აპირებს. საუბარია 60 მილიონზე, რაც 2000 წლისთვის უდიდესი ფული იყო. ბარსას იმდროინდელ პრეზიდენტს, ნუნიესს ვუთხარი ამის შესახებ, მან კი მიპასუხა: კარგი, ფული მოიტანონ!
ხოსეპ ლუისი ვერ წარმოიდგენდა იმ ფაქტს, რომ მადრიდული გუნდის პრეზიდენტი გახდებოდა პერესი და გამოსასყიდ თანხას მართლაც გადაიხდიდა. ჩემი შეცდომა? ტრანსფერამდე ცოტა ხნით ადრე მქონდა ინტერვიუ, რომელშიც ვთქვი, რომ კატალონიიდან არ წავიდოდი. იმ მომენტში მართლაც ასე ვთვლიდი."









