საქართველოს თასის 1/8 ფინალის გადადებული შეხვედრა სპაერსა და ფოთის კოლხეთს შორის შედგა, რომელიც საკმაოდ დრამატული გამოდგა.
ფოთელებმა თამაში აქტიურად დაიწყეს და ორბურთიანი უპირატესობაც მოიპოვეს, თუმცა ყველაფერი 59-ე წუთზე შეიცვალა, როცა საქმეში გიორგი ცეცხლაძე ჩაერთო.
ცეცხლაძემ ჯერ სხვაობა შეამცირა, შემდეგ კი თამაში დამატებით დროში გადაიყვანა, სადაც კიდევ ორი ბურთი გაიტანა და მატჩის გმირად იქცა
საბოლოოდ, ცეცხლაძის პოკერით სპაერთმა კოლხეთი 4:2 დაამარცხა და საქართველოს თასის 1/4 ფინალში გავიდა.
1/4 ფინალურ ეტაპზე სპაერი გორის დილას დაუპირისპირდება. შეხვედრა 23 სექტემბერსაა ჩანიშნული.









