ლა ლიგის მე-19 ტურში მადრიდის რეალი ესტუმრა ბილბაოს ატლეტიკს, რომელიც ანგარიშით 3:0 გაანადგურა. სტუმრების მხრიდან დუბლი გაიფორმა კილიან მბაპემ, რომელიც მიმდინარე სეზონში უკვე 25-ბურთიან ნიშნულზე ავიდა. "სამეფო კლუბის" მხრიდან ერთი გოლი ედუარდო კამავინგამაც შეაგდო.
აღსანიშნავია ისიც, რომ მატჩის მიმდინარეობისას ფრანგი ნახევარმცველი დაშავდა, ისევე როგორც ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი. ორივე მოთამაშეს მოედნის დატოვება მოუწია. რაც შეეხება ბერნაბეუს ბინადრების პოზიციას სატურნირო ცხრილში, 1-ქულიანი ჩამორჩენა ლიდერ ბარსელონასთან.
ბილბაო 0:3 რეალი
გოლები: 0:1, 0:3, კილიან მბაპე 7', 59', 0:2 ედუარდო კამავინგა 42'.









