ტოტენჰემის ყოფილმა მეკარემ, პოლ რობინსონმა გიორგი მამარდაშვილის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ქართველი გოლკიპერი ლივერპულს შეუერთდება. ყოფილი ინგლისელი კარის დარაჯი მიიჩნევს, რომ ახალგაზრდა კიპერი ალისონ ბეკერს კონკურენციას ვერ გაუწევს.
"არ არსებობს შანსი იმისა, რომ მამარდაშვილი ლივერპულის პირველი მეკარე იყოს. ის გაიზიარებს კელეჰერის ბედს, რომლის წასვლა გარდაუვალია. მერსისაიდელები აშკარად არ მიიჩნევენ კიომჰინს ალისონის მემკვიდრედ და გიორგის ტრანსფერი სწორედ ამის მანიშნებელია.
ქართველმა მეკარემ მიმდინარე სეზონის მეორე ნახევარი ჩაატარა ძალიან დამაჯერებლად, თუმცა ბეკერის ადგილის დასაკავებლად ეს საკმარისი არ არის. დარწმუნებული ვარ, რომ ვალენსიას გოლკიპერი დაიკავებს არა ბრაზილიელი კარის დარაჯის ადგილს, არამედ ირლანდიელის."









