სერია ა-ს ტურის ცენტრალურ მატჩში მილანი ნაპოლის დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა.
72-ე წუთზე ანტონიო კონტემ კევინ დე ბრუინი გაიყვანა, რასაც ბელგიელის უკმაყოფილება მოჰყვა. ამასთან დაკავშირებით კომენტარი გუნდის კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ გააკეთა.
"დე ბრუინის თემაზე საუბარი ცოტა ზედმეტია, რადგან ჩვენ უკვე შევიკრიბეთ და ამ თემაზე ვილაპარაკეთ. საგანგაშო არაფერია. ეს ფეხბურთის ნაწილია. იმ მომენტში კევინი ემოციური იყო.
რაც შეეხება მარცხს, ამ წაგებიდან ბევრი დასკვნა უნდა გამოვიტანოთ და მაგალითი უნდა იყოს, რათა მომავალში იგივე შეცდომები არ დავუშვათ", - განაცხადა დი ლორენცომ.









