"დღეს პრემიერ ლიგაში არის მხოლოდ სამი მსოფლიო დონის თავდამსხმელი - სალაჰი, ჰოლანდი და ისაკი. პირველი ორის შესახებ ყველაფერი გასაგებია, მაგრამ მე მინდა ვისაუბრო ალექსანდერზე, რომელმაც კიდევ ერთი შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა. ის ძალიან ჭკვიანია, რაც მის მოქმედებებშიც ჩანს.
საუთჰემპტონთან შეხვედრის ერთ-ერთ ეპიზოდში ყველას ეგონა, რომ შვედი თავდამსხმელი თამაშგარეში იმყოფებოდა, თუმცა ბურთის მიღების მომენტში მან სწორი პოზიცია შეარჩია. მეტოქეს მოუწია წესების დარღვევა, რის შემდეგაც ნიუკასლის ლიდერმა მოიპოვა 11-მეტრიანი და ის გოლადაც აქცია", - განაცხადა ყოფილმა ინგლისელმა შემტევმა.











