"აქ თამაში ყოველთვის რთულია. კარგად დავიწყეთ მაგრამ ცუდი დასასრული გვქონდა. ჩვენ მოტივირებულები ჩამოვედით, კარგი კვირა გვქონდა, მაგრამ მოედანზე ყველაფერი ცუდად წაგვივიდა. ამ გუნდისგან ბევრად დიდი მოლოდინია. ეს კლუბი მიყვარს, მაგრამ პოსტს ვტოვებ. ამ გადაწყვეტილებას არ ველოდი, მაგრამ დარჩენილ 9 მატჩში ჩემი აქ ყოფნა პრობლემებს ვერ მოაგვარებდა. ეს უნდა გამეკეთებინა."
არველაძემ კარაგუმრუკში მუშაობა 2023 წლის 11 დეკემბერს დაიწყო, ამ დროში გუნდმა მისი ხელმძღვანელობით 17 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 6 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და 8 წააგო. კარაგუმრუკს წინ თასის ნახევარფინალი ელოდება, თუმცა როგორც ჩანს, გუნდს ამ შეხვედრაში სხვა მწვრთნელი გაიყვანს მოედანზე.











