მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გაიმართა საინტერესო და უხვგოლიანი შეხვედრა თურქეთისა და ესპანეთის ნაკრებებს შორის.
რა თქმა უნდა, ამ წყვილში ესპანეთი ფავორიტი იყო, თუმცა ის ანგარიში, რაც მატჩის ბოლოს ტაბლოზე დაფიქსირდა, ცოტა თუ ელოდა.
ესპანელებმა თამაში თავიდანვე აქტიურად დაიწყეს და ანგარიში მე-6 წუთზე გახსნეს. თავი პედრიმ გამოიჩინა, რასაც მერინოს დუბლი მოჰყვა.
მეორე ნახევარში მერინომ ჰეთ-თრიკი გაიფორმა, ერთი გოლი ტორესმა გაიტანა, შესრულებული დუბლით კი პედრომ მატჩს წერტილი დაუსვა.
საინტერესო იქნება ოქტომბერში გასამართი მატჩები, ესპანეთი საკუთარ მოედანზე საქართველოს ნაკრებს მიიღებს.









