შესაბამისად, ახალი სეზონისთვის იმერული კლუბი ბევრ ცვლილებას გეგმავს. ჩვენი ინფორმაციით, დიდი ალბათობით, გუნდს მთავარი მწვრთნელი სტივ კინი დატოვებს. მიუხედავად იმისა, რომ კინს ტორპედოსთან კონტრაქტი კიდევ 1 წლით აქვს, გულშემატკივრის დიდი მოთხოვნისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, თუ რაიმე არ შეიცვალა, კინი გუნდიდან მაინც წავა.
LaGazzetta.ge-ს ინფორმაციითვე, ტორპედომ პირველი ტრანსფერი უკვე განახორციელა და დინამო ბათუმიდან მარცხენა მცველი ლევან ხარაბაძე დაიმატა. კლუბი ამ ტრანსფერს უახლოეს მომავალში გააოფიციალურებს.
ხარაბაძეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც უთამაშია. 24 წლის მცველმა დინამო ბათუმში 38 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.
ტორპედო რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა, მათ შორის გიული მანჯგალაძემ. მოგეხსენებათ ისიც, რომ ეროვნული ლიგის გამორჩეულმა შემტევმა პაატა ღუდუშაურმა ქუთაისელებთან წინასწარი კონტრაქტი უკვე გააფორმა და ტორპედოს მომდევნო სეზონიდან ისიც შეუერთდება.









