შეხვედრაში ანგარიში მასპინძელმა გუნდმა გახსნა. მე-10 წუთზე თავი სკოტ მაკტომინეიმ გამოიჩინა. ტაიმის ბოლოს კი ლივერპულმა ორი გოლის გატანა მოახერხა. თავი ჯერ მაკ ალისტერმა გამოიჩინა, შემდეგ კი - სალაჰმა. სტუმრები შესვენებაზე ერთბურთიანი უპირატესობით გავიდნენ.
მეორე ტაიმში ბევრი სახიფათო მომენტი არ გვინახავს. ბოლო წუთებამდე ლივერპული აკონტროლებდა თამაშს, თუმცა მანჩესტერის მორიგ კონტრშეტევას ანტონის გოლი მოჰყვა, 85-ე წუთზე ანგარიში 2:2 გახდა.
ამის შემდეგ ორი დამატებითი ტაიმი ვიხილეთ. 105-ე წუთზე ლივერპული ისევ წინ გავიდა, გოლის ავტორი ჰარვი ელიოტი გახდა. ყველაფრის მიუხედავად, მანჩესტერმა უპირატესობა მოიპოვა, რასაც 112-ე წუთზე მარკუს რაშფორდის გატანილი გოლი მოჰყვა, ანგარიში კიდევ ერთხელ გათანაბრდა.
ყველაფერი თითქოს პენალტების სერიისკენ მიდიოდა, თუმცა ამად დიალომ გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა, საბოლოო ჯამში ანგარიში 4:3 დაფიქსირდა და "წითელი ეშაკები" მომდევნო ეტაპზე გავიდნენ.










