დიდი ისტორიის დასასრული — სიმონე ინძაგი ინტერს ტოვებს! დიახ, იტალიელმა სპეციალისტმა ამ გადაწყვეტილების შესახებ კლუბის უფროსობას უკვე აცნობა. როგორც მოსალოდნელი იყო, ჩემპიონთა ლიგის ფინალში განცდილი მძიმე მარცხის შემდეგ, ინძაგიმ ინტერის დატოვება გადაწყვიტა.
უკვე ცნობილია იტალიელის მომდევნო კლუბი — 49 წლის გამოცდილი მწვრთნელი ალ ჰილალს ჩაიბარებს! მხარეებს შორის ყველაფერი შეთანხმებულია, ინძაგის საუდის არაბეთში უკვე ელოდებიან, სადაც ახალ კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს. ბევრი გამოცემის ინფორმაციით, იტალიელი სპეციალისტის წლიური ანაზღაურება €26 მილიონი იქნება.
სიმონე ინძაგი ინტერის მთავარი მწვრთნელი 2021 წელს გახდა. იტალიელის ხელმძღვანელობით "ნერაძურიმ" 217 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 141 მოიგო, 41 ფრედ დაასრულა, ხოლო 35-ჯერ დამარცხდა. იტალიელმა მწვრთნელმა მილანურ გუნდთან ერთად 6 ტიტულის მოგებაცმოახერხა.









