"ინტერში ბედნიერი ვარ - ხელმძღვანელობასთან და ქომაგებთან თავს კარგად ვგრძნობ. სეზონის ბოლოს ახალ კონტრაქტზე შევხვდებით და ვფიქრობ, რომ მოლაპარაკებები პოზიტიურად წარიმართება" - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.
შეგახსენებთ, ინტერი სერია ა-ს მიმდინარე სეზონში სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს და მეორეადგილოსან იუვენტუსს 12 ქულით უსწრებს. ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის პირველ მატჩში კი ატლეტიკო 1:0 დაამარცხა.











