აფრიკის ერთა თასის ფინალში, კოტ-დ'ივუარმა ნიგერია 2:1 დაამარცხა და თასი ისტორიაში მესამედ მოიგო.
გამარჯვების გოლი 81-ე წუთზე დორტმუნდის შემტევმა, სებასტიან ალემ გაიტანა და გუნდს ჩემპიონის ტიტული მოუტანა.
ჩემპიონის ტიტულამდე 29 წლის ფეხბურთელმა რთული გზა გაიარა: 2022 წლის ივლისში, როდესაც დორტმუნდში გადავიდა, ექიმებმა სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.
სებასტიან ალეს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა და ფეხბურთს 6 თვით ჩამოშორდა. ამ დროის განმავლობაში, მან რეაბილიტაციის პროცესი გაიარა და 2022 წლის ბოლოს ვარჯიში განაახლა.
მოედანზე დაბრუნების შემდეგ, ალემ დორტმუნდის ბორუსიას მაისური 36 შეხვედრაში მოირგო და 11 გოლთან ერთად, 5 საგოლე გადაცემა გაიფორმა. გუშინ კი ეროვნულ ნაკრებთან ერთად აფრიკის თასის ჩემპიონი გახდა.
სიმსივნის დიაგნოზიდან გამარჯვების გოლამდე - ალეს საოცარი ისტორია









