ესპანურმა პრესამ გაავრცელა იმ 3 ფეხბურთელის ვინაობა, რომლებიც ჩაბი ალონსოს რეალიდან წასვლის მომხრეები იყვნენ და ესპანელი სპეციალისტის იდეოლოგიას საერთოდ არ იზიარებდნენ.
მათ შორის მოხვდა ჯუდ ბელინგემიც, რომელმაც ეს ინფორმაცია უარჰყო. ბელინგემის გარდა, სიაში ვინისიუსი და ფედე ვალვერდე არიან.
"აქამდე ჩუმად ვიყავი, რადგან ყოველთვის იმედი მქონდა, რომ სიმართლე დროულად გაირკვეოდა, თუმცა რახან ასე არ მოხდა, ვიტყვი, რომ სისულელეებს ამბობთ.
ძალიან ვწუხვარ იმ ადამიანების გამო, რომლებიც ჩემზე არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ.
მადლობას ვუხდი ალონსოს ყველაფრისთვის, მასთან მუშაობა პატივი იყო და წარმატებებს ვუსურვებ", - განაცხადა ბელინგემმა.









