თუ ნაპოლიში კვარაცხელია ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში 10-ეულს მიღმა იყო, პარიზულ კლუბში სიტუაცია შეიცვალა და ხვიჩა მოწინავე პოზიციებზეა.
პსჟ-ში კვარაცხელიას ანაზღაურება წელიწადში 9 მილიონი ევრო იქნება, პლუს 2 მილიონი ბონუსები, რაც ჯამში 11 მილიონი ევროს ტოლფასია.
ამ მაჩვენებლით კვარა პსჟ-ში მხოლოდ ერთ ფეხბურთელს, უსმან დემბელეს ჩამორჩება, რომლის ხელფასი 13 მილიონ ევროზე მეტია.
ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები პსჟ-ში
უსმან დემბელე - 13.750.000 მლნ. ევრო წელიწადში
ხვიჩა კვარაცხელია - 11 მლნ. ევრო წელიწადში
მილან შკრინიარი - 11 მლნ ევრო წელიწადში
ლუკას ერნანდესი - 10.450.000 მლნ. ევრო წელიწადში
ჯანლუიჯი დონარუმა - 10 მლნ. ევრო წელიწადში
მარკო ასენსიო - 10 მლნ. ევრო წელიწადში
მარკინიოსი - 9.240.000 მლნ. ევრო წელიწადში
ჰაკიმი - 8 მლნ. ევრო წალიწადში










