ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში ინტერ მილანი ბოდო გლიმტთან ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 2:5 დამარცხა. ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ სხვაობა კლუბების შემადგენლობებს შორის 610 მილიონია. გუშინდელი შეხვედრის მომენტისთვის "ნერაძურის" მოთამაშეთა ჯამური ღირებულება 666.8 მილიონს შეადგენდა.
რაც შეეხებათ "ყვითლებს", მხოლოდ 57.1 მილიონი ევრო. ნორვეგიულ გუნდზე ძვირადღირებულები არიან ჯუზეპე მეაცას ბინადრების ცალკე აღებული მოთამაშეებიც კი. მაგალითად: ლაუტარო მარტინესი (85 მილიონი), ალესანდრო ბასტონი (80 მილიონი), ნიკოლო ბარელა და მარკუს ტურამი (60-60 მილიონი).
სხვაობა უდიდესია, თუმცა ჩემპიონთა ლიგას უფრო სენსაციური შემთხვევებიც ახსოვს. მაგალითად - 2019/2020 წლების სეზონის მეოთხედფინალში, როცა მანჩესტერ სიტი გამოვარდა ლიონთან, სხვაობა გუნდების შემადგენლობებს შორის 701.2 მილიონი იყო. იგივე ითქმის ბარსელონასა და რომას წყვილზე.
დიახ, 2017/2018 წლების სეზონის მეოთხედფინალში, მაშინ, როცა "ჯალოროსიმ" კატალონიურ გუნდთან მოახდინა ქამბექი, სხვაობა 658.8 მილიონი იყო. ამის მიუხედავად, ალბათ დაგვეთანხმებით, რომ კიეტილ კნუტსენის გუნდის კრისტიან კივუს შეგირდებთან მოგება უფრო დიდი სენსაციაა, ვიდრე "მგლების" ან იგივე რონელთა ტრიუმფი "ბლაუგრანასა" და "ქალაქელებთან".









