მადრიდის რეალის ყოფილმა თავდამსხმელმა, ფერნანდო მორიენტესმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის მთავარი ფავორიტი დაასახელა. ესპანელმა ექს-ფორვარდმა 1/4 ფინალის საპასუხო შეხვედრების წინ გამოარჩია 3 კლუბი: ბარსელონა, მილანის ინტერი და პარის სენ-ჟერმენი. მათ შორის ყველაზე ძლიერად კი "სამეფო კლუბის" ყოფილი შემტევი "ნერაძურის" მიიჩნევს.
" თავიდანვე გამოვარჩიე სამი გუნდი - ბარსელონა, ინტერი და პარის სენ-ჟერმენი. რომელია მათ შორის საუკეთესო? არის რაღაც, რის გამოც მილანელები კატალონიელებსა პსჟ-ზე მაღლაც დგანან. მათ ჰყავთ უბრალოდ იდეალური უკანახაზი, რომელიც ინძაგის მითითებებს ზუსტად ასრულებს.
რაც შეეხება თავდასხმას, ლაუტარო-ტურამის დუეტის სისწრაფე და ნიჭი ნებისმიერი მოწინააღმდეგისთვის სახიფათოა. "ნერაძური" ძალიან კარგად არის შეთამაშებული და ეს ყველაფერი პირველ რიგში სიმონეს დამსახურებაა. ბაიერნის ბარიერის დაძლევა "გველებისთვის" გარდამტეხი მომენტი იყო "
შეგახსენებთ, რომ ჯუზეპე მეაცას ბინადრების მოწინააღმდეგე ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "ბლაუგრანა" იქნება. რაც შეეხება მთავარი საკლუბო ტურნირის მეორე 1/2 ფინალურ წყვილს, პარიზი ლონდონის არსენალს დაუპირისპირდება. აღნიშნული შეხვედრები 29 და 30 აპრილს გაიმართება.









