შეხვედრაში პირველი გოლი მე-13 წუთზე გავიდა, როდესაც ლივერპულმა სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყო, რაც ლუის დიასმა ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა. კოლუმბიელმა შემტევმა დიოგუ ჟოტას საგოლე გადაცემით ისარგებლა და საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა.
პირველის მსგავსად, მეორე ტაიმშიც სრულ უპირატესობას სლოტის გუნდი ფლობდა, რაც მალევე კიდევ ერთ გატანილ გოლში აისახა. 70-ე წუთზე პირველი გოლის ავტორმა ლუის დიასმა მო სალაჰს გაატანინა — 32 წლის ეგვიპტელმა მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, 2:0.
სლოტი კარგად იწყებს, ორიდან ორი გამარჯვება, 4 გატანილი და 0 გაშვებული გოლი!
იხილეთ მატჩის მიმოხილვა:









