ჯეიმი კარაგერმა ისაუბრა ლივერპულის მთავარი მწვრთნელის, არნე სლოტის მომავლის შესახებ. ვეტერანი ფეხბურთელის თქმით, ნიდერლანდელი თავკაცი მხოლოდ იმ შემთხვევაში დარჩება კლუბში, თუ მერსისაიდელები ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე გასვლას შეძლებენ.
"ლივერპულის გულშემატკივრებს შორის სლოტთან დაკავშირებით აზრი გაყოფილია. როგორც გავიგე, კლუბი გეგმავს მის დატოვებას, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მერსისაიდელები 5-ეულში დარჩებიან. ასეც მოხდება, ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის საგზურს "წითლები" აუცილებლად მოიპოვებენ", - განაცხადა ინგლისელმა ყოფილმა უკანახაზელმა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგაში ჩატარებული 33 ტურის შემდეგ, ენფილდის ბინადრები 55 ქულით მეხუთე ადგილზე არიან. უახლოესი მდევარი, რომელსაც შეუძლია სლოტის გუნდს წაართვას აღნიშნული პოზიცია არის ბრაიტონი, 50 ქულა, მე-6 პოზიცია.









