შემცვლელი უკვე არჩეულია - გუნდის ძველი მეგობარი, ფრანჩესკო კალცონა მზადაა ნეაპოლში კიდევ ერთხელ დაბრუნდეს, თან მარეკ ჰამშიკთან ერთად. სლოვაკეთის ფეხბურთის ფედერაციის თანხმობა არის, ბოლო სიტყვა კი აურელიო დე ლაურენტისზეა. ფრანჩესკო კალცონა ნაპოლისთვის უცხო კადრი არაა, 55 წლის იტალიელი, ჯერ მაურიციო სარის თანაშემწე იყო 2015 წლიდან 2018 წლამდე, შემდეგ კი ლუჩანო სპალეტისთან ერთად იმუშავა 2021/22 სეზონზე.
მომდევნო 24 საათში ყველაფერი გადაწყდება.









