პრემიერ ლიგის მესამე ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართა ენფილდზე, სადაც მაყურებელმა ლივერპულისა და არსენალის დაპირისპირება იხილა. 90 წუთის განმავლობაში გუნდებმა ერთმანეთს არაფერი დაუთმეს, თუმცა გამარჯვება მაინც მასპინძელ გუნდს დარჩა.
მატჩის ერთადერთი გოლი დომინიკ სობოსლაიმ გაიტანა, რომელმაც მეორე ტაიმში დავიდ რაიას აუღებელი ჯარიმა დაურტყა.
არნე სლოტის გუნდმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა. მერსისაიდელებს სამი ტურის შემდეგ 9 ქულა აქვთ, რითაც ჩემპიონატს ლიდერობენ.









