საქართველოს სუპერთასის ნახევარფინალის მეორე დაპირისპირება სპაერსა და ქუთაისის ტორპედოს შორის შედგა.
42-ე წუთზე ქუთაისელები 10 კაცით დარჩნენ, რამაც სიტუაცია დაამძიმა. 44-ე წუთზე სპაერმა პენალტი გააცუდა და პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა.
მეორე ტაიმში სპაერი უდიდეს უპირატესობას ფლობდა და რეალური მომენტებიც ჰქონდა, თუმცა ტორპედოს მეკარე ოთო გოშაძე მოწოდების სიმაღლეზე იყო, ურთულესი ბურთები მოიგერია და საქმე პენალტებამდე მიიყვანა.
პენნალტების სერიაში გადამწყვეტი დარტყმა გამოცდილმა საბა კვერკველიამ შეასრულა და ვერ გამოიყენა. სპაერი სუპერთასის ფინალში გავიდა.
საქართველოს სუპერთასზე ერთმანეთს სპაერი და დილა 2 ივლისს, 20 საათზე დაუპირისპირდებიან.









