სერია ა-ს მე-10 ტურში ტურინის იუვენტუსი ესტუმრა კრემონეზეს, რომელიც ანგარიშით 2:1 დაამარცხა. ეს იყო ლუჩანო სპალეტის პირველი შეხვედრა "ბიანკონერის" დამრიგებლის რანგში. რაც შეეხება თამაშის მიმდინარეობას, 68-ე წუთისთვის სტუმრები იგებდნენ 2:0-ს, ფილიპ კოსტიჩისა და ანდრეა კამბიასოს გოლებით.
მატჩის მიწურულს "გრიგიოროსის" თამაშში დაბრუნება სცადა ჯეიმი ვარდიმ, რომელმაც სერია ა-ს მიმდინარე სეზონში თავისი მეორე გოლი შეაგდო. ალიანს სთეიდიუმის ბინადრები აგროვებენ 3 ქულას და ლიდერებთან ჩამორჩენას ამცირებენ. ხვალ თავის შეხვედრებს ჩაატარებენ ინტერი, მილანი და რომა.
კრემონეზე 1:2 იუვენტუსი
გოლები: 0:1 ფილიპ კოსტიჩი 2', 0:2 ანდრეა კამბიასო 68', 1:2 ჯეიმი ვარდი 83'.









