სერია A-ს 22-ე ტურში ტურინის იუვენტუსმა საკუთარ კედლებში მიიღო ნაპოლი, რომელიც ანგარიშით 3:0 გაანადგურა. მასპინძლების მხრიდან "პარტენოპეის" კარი აიღეს ჯონათან დევიდმა, ქენან ილდიზმა და ფილიპ კოსტიჩმა. ამ წაგებით დასრულდა სკუდეტოს მოქმედი მფლობელის 9-თამაშიანი დაუმარცხებელი სერია, რომელიც 5 მოგებასა და 4 ფრეს მოიცავდა.
ცალკე გამოსარჩევია ის ფაქტი, რომ "აძური" სერია A-ს ამჟამინდელ ლიდერს, მილანის ინტერს ცხრა ქულით ჩამორჩა. რაც შეეხება "ბიანკონერის", 42 ქულა და გაყოფილი მე-4 - მე-5 პოზიციები რომასთან. იმ შემთხვევაში, თუ დღეს დედაქალაქელები წააგებენ მილანთან, ჩემპიონთა ლიგის ზონაში ლუჩანო სპალეტის გუნდი დარჩება.
იუვენტუსი 3:0 ნაპოლი
გოლები: 1:0 ჯონათან დევიდი 22', 2:0 ქენან ილდიზი 77', 3:0 ფილიპ კოსტიჩი 86'.









