ამ შეხვედრას ბევრი აგენტი და სკაუტი ესწრებოდა. სპეციალურად ხვიჩა კვარაცხელიას დასაკვირვებლად კი კატალონიაში სკაუტები მანჩესტერ სიტიმ გაგზავნა.
როგორც ჩანს, პეპ გვარდიოლამ ქართველი შემტევი მიზანში ამოიღო, თუმცა ჯერ მხოლოდ დაკვირვების დონეზე. მიუხედავად იმისა, რომ ნაპოლიმ სასურველ შედეგს ვერ მიაღწია, სკაუტები კვარაცხელიას თამაშით კმაყოფილები არიან.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 2 წლის ინტერვალში, კვარაცხელიას მიმართ დაკვირვებას პრემიერ ლიგის კიდევ 2 კლუბი: ლივერპული და ნიუკასლიც აწარმოებდა.
ნაპოლის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კი ქართველის შენარჩუნებას ცდილობს და ახალი კონტრაქტის დეტალებს აგვარებს.









