საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე საქართველოს წყალბურთის ეროვნული ნაკრების წევრებს შეხვდა. მინისტრმა მათ 2026 წლის ,,მსოფლიოს თასის’’ II დივიზიონში მიღწეული წარმატება მიულოცა, ასევე მსოფლიოს საუკეთესო რვა გუნდს შორის მოხვედრისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ ასპარეზობებში წარმატება უსურვა.
სპორტის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სპორტის მინისტრის მოადგილეები - ირაკლი მეძმარიაშვილი და ირაკლი დოლაბერიძე, საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი დიმიტრი აბდუშელიშვილი და ფედერაციის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ქართველმა წყალბურთელებმა მალტაზე გამართულ 2026 წლის ,,მსოფლიოს თასის’’ II დივიზიონის A ჯგუფში ბრაზილიისა და სლოვენიის ნაკრებებს სძლიეს, პლეიოფში - თურქეთსა და უკრაინას, ნახევარფინალში გერმანიის ნაკრები დაამარცხეს, ფინალი კი მონტენეგროსთან დათმეს და ტურნირის ვიცე-ჩემპიონები გახდნენ. ქართველი წყალბურთელები ,,მსოფლიოს თასის“ სუპერფინალში მსოფლიოს რვა საუკეთესო ნაკრებს შორის იასპარეზებენ. მსოფლიოს თასის ფინალური ეტაპი 22-26 ივლისს ჩატარდება.









