ნაპოლის გარემარბი, ხვიჩა კვარაცხელია სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ვერსიით, საქართველოს 2023 წლის საუკეთესო სპორტსმენია. საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენებისა და სპორტული მოვლენების დაჯილდოება "რესპუბლიკა ივენთ ჰოლში" გაიმართა. ორგანიზატორი საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია იყო. აღნიშნული გამოკითხვა 1964 წლიდან ტარდება.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ვინგერი პირველი ფეხბურთელია 42 წლის შემდეგ, რომელიც ქვეყნის საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს. 1964 წლიდან დღემდე, საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენის ჯილდო მიუღია 3 ფეხბურთელს - სლავა მეტრეველს (1964 წელი), მურთაზ ხურცილავას (1967 წელი) და რამაზ შენგელიას (1981 წელი).
სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ წლის საუკეთესო სპორტსმენად კვარაცხელია დაასახელა









