იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ კრემონეზეს ფეხბურთელი ლუკა ლოჩოშვილი 4-მატჩიანი დისკვალიფიკაციით პალერმოსთან მატჩის შემდეგ დასაჯა. მატჩს საკმაოდ ხმაურიანი დასასრული ჰქონდა. კრემონეზეს ფეხბურთელებმა მსაჯის წინააღმდეგ გარკვეული სახის პროტესტი გამოხატეს, რასაც არეულობა მოჰყვა — ჩხუბში მონაწილეობას ლუკა ლოჩოშვილიც იღებდა, მთავარმა არბიტრმა კი ქართველ ფეხბურთელს წითელი ბარათი უჩვენა.
26 წლის ქართველმა მცველმა ამ დისკვალიფიკაციის შემდეგ ორი მატჩი, სასუოლოსთან და სპეციასთან, უკვე გამოტოვა, მაგრამ კიდევ ორის გამოტოვება მოუწევს, კერძოდ კატანძაროსა და ბრეშას წინააღმდეგ.









