რამდენიმე წუთის წინ პროფესიონალური კრივის უმაღლესი რანგის ივენთზე - Usyk vs Dubois, ლაშა გურულმა გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა აღნიშნულ ღონისძიებაზე პირველი დაპირისპირება გამართა. ლონდონში, უემბლიზე მიმდინარე ივენთი გურულისა და ინგლისელი ჯეიმს ფრანსისის დაპირისპირებით გაიხსნა.
სუპერმსუბუქ წონაში მოასპარეზე ქართველმა მეტოქე დაამარცხა და პროფესიონალურ კრივში მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა.
ლომდონში ლაშა გურულის ბრძოლისთვის ალექსანდრე თოფურია ჩავიდა, მის კუთხეში იდგა და რა თქმა უნდა, მთელი მბრძოლის განმავლობაში და რაუნდებს შორის შესვენებებისას რეკომენდაციებს აძლევდა.
ბრძოლა ექვსრაუნდიანი უნდა ყოფილიყო, თუმცა 4 რაუნდი შედგა და ქართველის სრული დომინაციით წარიმართა. ლაშამ არაერთი დასამახსოვრებელი ეპიზოდი შესთავაზა პროფესიონალური კრივის მოყვარულებს.
24 წლის ჯეიმს ფრანსისს ამ დრომდე, 8 ბრძოლა ჰქონდა ჩატარებული, საიდანაც 7 მოიგო და 1 წააგო, ამჯერად კი კარიერაში მეორე წაგება მიითვალა.
შეგახსენებთ, ლაშა გურულის დებიუტი პროფესიონალურ კრივში კი 15 მარტს, რუსთავის სპორტის სასახლეში შედგა. ლაშამ დაამარცხა განელი მოკრივე ბერნარდ აბეი, რომელსაც პროფესიონალურ კრივში ექვსიდან ექვსი გამარჯვება ჰქონდა
ლაშა გურულმა 2024 წელს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.









