სეზონი როგორც არ უნდა დასრულდეს, ინტერი სიმონე ინძაგის სრულ მხარდაჭერას უცხადებს, მეტიც, "ნერაძური" იტალიელ სპეციალისტს ახალ გაუმჯობესებულ კონტრაქტს უახლოეს კვირებში შესთავაზებს. როგორც ადგილობრივი პრესა იუწყება, ინტერი 49 წლის მთავარ მწვრთნელს ახალ ხელშეკრულებას 2027 ან 2028 წლამდე შესთავაზებს, რა დროსაც მისი წლიური ანაზღაურება დაახლოებით €7-8 მილიონი იქნება.
სიმონე ინძაგი ინტერის მთავარი მწვრთნელი 2021 წელს გახდა. იტალიელმა ამ დროში მილანურ გრანდთან ერთად 209 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 137 მოიგო, 39 ფრედ დაასრულა, ხოლო 33-ჯერ დამარცხდა. ინტერმა იტალიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით 6 ტიტულის მოგება მოახერხა.
შეგახსენებთ, ინტერი 33 ტურის შემდეგ, სერია ა-ს ნაპოლისთან ერთად ლიდერობს. "ნერაძური" ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობასაც აგრძელებს, სადაც ნახევარფინალში ბარსელონას დაუპირისპირდება.









