პრემიერ ლიგის 23-ე ტურის ცენტრალური მატჩი ემირეითს სთედიუმზე გაიმართა, სადაც მაყურებელმა არსენალისა და მანჩესტერ იუნაიტედის დაპირისპირება იხილა.
იმის მიუხედავად, რომ მაკელ არტეტას გუნდი ამ შეხვედრას ფავორიტის სტატუსით შეხვდა, მაიკლ კერიკმა მოახერხა და მანჩესტერ სიტის შემდეგ არსენალიც დაამარცხა!
"წითელმა ეშმაკებმა" ამ გამარჯვების შემდეგ 38 ქულა მოაგროვეს, რითაც მე-4 პოზიციაზე გადასვლა შეძლეს. რაც შეეხება არსენალს, "მეთოფეები" მანჩესტერ სიტისა და ასტონ ვილას მხოლოდ 4 ქულით უსწრებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ საჩემპიონო რბოლა კიდევ უფრო დაიძაბა.
არსენალი 2-3 მანჩესტერ იუნაიტედი
გოლები: 1-0 ლისანდრო მარტინესი (ს.კ.) 29', 1-1 ბრაიან მბიუმო 37', 1-2 პატრიკ დორგუ 51', 2-2 მიკელ მერინო 84', 2-3 მატეუს კუნია 87'.









