"ნერაძურის" კარი დუშან ვლაჰოვიჩმა და ტიმოტი ვეამ აიღეს. შემდეგ იყო ჰენრიხ მხითარიანის გოლი, ზუსტად ორ წუთში კი პოლონელი ნახევარმცველის კიდევ ერთი 11-მეტრიანი. მე-2 ტაიმის დასაწყისში დენზელ დუმფრისმა "ბიანკონერის" კარში გაიტანა მე-4 ბურთი და ამით, ინტრიგა თითქოს მოკვდა, მაგრამ ქენან ილდიზის დუბლმა ყველაფერი კვლავ თავდაყირა დააყენა.
"გველები" რჩებიან მეორე ადგილზე, თუმცა ნაპოლისთან ჩამორჩენა ოთხ ქულამდე იზრდება. იქვე ახლოს, მესამე ადგილზე ტიაგო მოტას გუნდიც არის. ოთხეულს ხურავენ ბერგამოს ატალანტა, რომის ლაციო და უდინეზე, რომლებსაც 16 ქულა აქვთ.
იხილეთ ჩვენი პოდკასტის მორიგი ეპიზოდი











