პრემიერ ლიგის მე-14 ტური ლონდონში გაიხსნა, სადაც კრეივენტ კოტეჯზე ფულემი-მანჩესტერ სიტის დაპირისპირება გაიმართა. თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ დღევანდელი შეხვედრა სეზონის საუკეთესო მატჩი იყო, რადგან მაყურებელმა არც მეტი, არც ნაკლები 9 გატანილი გოლი იხილა.
იმიხ მიუხედავად, რომ მანჩესტერ სიტი 54-ე წუთისთვის 1-5 იგებდა, ფულემმა მოახერხა და 21 წუთში მეტოქეს 3 გოლი გაუტანა. მარკო სილვას გუნდმა ყველაფერი გააკეთა ანგარიშის გასათანაბრებლად, თუმცა საბოლოო ჯამში გამარჯვება მაინც პეპ გვარდიოლას გუნდს დარჩა.
მანჩესტერ სიტიმ ამ გამარჯვების შემდეგ 28 ქულა მოაგროვა, რითაც ლიდერ არსენალ 2 ქულით მიუახლოვდა. რაც შეეხება ფულემს, ლონდონელები 17 ქულით, მე-15 პოზიციაზე დარჩნენ.
ფულემი 4-5 მანჩესტერ სიტი
გოლები: 0-1 ერლინგ ჰოლანდი 17', 0-2 ტიჯანი რეინდერსი 37', 0-3 ფილ ფოდენი 44', 1-3 ემილ სმიტ როუ 45+2', 1-4 ფილ ფოდენი 48', 1-5 სანდერ ბერგე (ს.კ.) 54', 2-5 ალექს ივობი 57', 3-5 სამუელ ჩუკვუეზე 72', 4-5 სამუელ ჩუკვუეზე 78'.
მატჩის მიმოხილვა









