სერია ა-ს 35-ე ტურში გაიმართა რამდენიმე მატჩი, რომელიც პირდაპირ კავშირში იყო მიმდინარე სეზონის ოთხეულის ფორმირებასთან. დღე გახსნა ლაციომ, რომელმაც მოუგო ემპოლის, შემდეგ კი რომამ ფიორენტინა დაამარცხა. დიახ, დედაქალაქური კლუბი კლაუდიო რანიერის ხელმძღვანელობით კალჩოში კვლავ წაუგებელია.
დღის ბოლოს კი ოთხეულში შესვლის კიდევ ორმა პრეტენდენტმა - ტურინის იუვენტუსმა და ბოლონიამ ერთმანეთში ფრე ითამაშეს. ამ შედეგების შემდეგ, მე-4 პოზიციაზე მყოფ "ბიანკონერის" დაუგროვდა 63 ქულა, ისევე როგორც "ჯალოროსისა" და "არწივებს". იქვე არის "როსობლუც", რომელსაც 1 ქულით ნაკლები აქვს.
ჩემპიონთა ლიგის ზონაში შესვლის პრეტენდენტებად შეგვიძლია ჩავთვალოთ ფლორენციული გუნდი და მილანიც, რომლებიც კონკურენტებს რამდენიმე ქულით ჩამორჩებიან. შეგახსენებთ, რომ "როსონერი" თავის შეხვედრას ჩაატარებს დღეს, სტუმრად ჯენოასთან.









