სერია ა-ს 26-ე ტურში მილანის ინტერმა გასვლით მატჩში ლეჩე ანგარიშით 2:0 დაამარცხა. სტუმრები გოლის გატანას ვერ ახერხებდნენ 75-ე წუთამდე, მაგრამ შემდეგ, "ჯალოროსის" კარი ჰენრიხ მხითარიანმა და მანუელ აკანჯიმ აიღეს. მორიგი მოგება იტალიის ჩემპიონატის ლიდერის, "ნერაძურის" ანგარიშზე.
ჯუზეპე მეაცას ბინადრები ამ გამარჯვებით აგროვებენ 64 ქულას, იმყარებენ სერია ა-ში პირველ ადგილზე ყოფნას და თანაქალაქელ მილანთან სხვაობას დროებით 10 ქულამდე ზრდიან. "როსონერი" თავის შეხვედრას ჩაატარებს 22 თებერვალს, შინ, პარმასთან.
ლეჩე 0:2 ინტერი
გოლები: 0:1 ჰენრიხ მხითარიანი 75', 0:2 მანუელ აკანჯი 82'.









