შეხვედრა ისე წარიმართა, როგორც მოსალოდნელი იყო: ტაქტიკური, ჩაკეტილი და მძიმე თამაში ვიხილეთ. ამ გამარჯვების შემდეგ "ნერაძურიმ" "ბებერ ქალბატონს" გაასწრო 4 ქულით, ამასთანავე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ დღევანდელ გამარჯვებულს ჯერ კიდევ ერთი სათადარიგო მატჩი წინ აქვს.
Serie A
სრული სვლით სკუდეტოსკენ - ინტერმა იუვენტუსი დაამარცხა

სერია ა-ს 23-ე ტურის ცენტრალურ დაპირისპირებაში მილანის ინტერმა საკუთარ კედლებში მიიღო ტურინის იუვენტუსი, რომელიც დაამარცხა მინიმალური ანგარიშით, 1:0. მატჩის ერთადერთი ბურთი გავიდა ფედერიკო გატის ავტოგოლის შემდეგ, რომელიც მარკუს ტურამის აქტიურობას მოყვა.








