ანგარიში გაათანაბრა ზამბო ანგისამ, "ლურჯებისთვის" გამარჯვების მომტანი გოლი კი პენალტის საშუალებით რომელუ ლუკაკუმ გაიტანა. მასპინძლები აგროვებენ 53 ქულას და რჩებიან პირველ პოზიციაზე, "ბიანკონერიმ" კი იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში პირველი წაგება იგემა.
Serie A
სრული სვლით სკუდეტოსკენ - ნაპოლიმ იუვენტუსს სეზონში პირველი წაგება აგემა

სერია ა-ს 22-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ჩემპიონატის ლიდერმა ნაპოლიმ საკუთარ კედლებში მიიღო ტურინის იუვენტუსი, რომელსაც ანგარიშით 2:1 მოუგო. აღსანიშნავია, რომ პირველი ბურთი გაიტანა "ბებერმა ქალბატონმა", რანდალ კოლო მუანის გატანილი ბურთის შემდეგ. მატჩის მე-2 ნახევარში "პარტენოპეის" ქამბექი ვიხილეთ.










