იტალიის სერია ა-ს 35-ე ტურში, გათამაშების ლიდერი, ნაპოლი ლეჩეს ესტუმრა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით, 0-1 დაამარცხა.
შეხვედრის ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის შუაში, 24-ე წუთზე გავიდა — თავი ჯაკომო რასპადორიმ გამოიჩინა და გუნდს უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოუპოვა.
ლეჩე 0-1 ნაპოლი
გოლი: 0-1 რასპადორი (24')
აღნიშნული გამარჯვების შემდეგ, ნაპოლის 77 ქულა აქვს და მეორე ადგილზე მყოფ ინტერს 6 ქულით უსწრებს, თუმცა, ნერაძური დღეს საკუთარ მოედანზე ვერონას მიიღებს.









