გერმანიის თასის ფინალში "ფარმაცევტების" მოწინააღმდეგე იქნება კაიზერსლაუტერნი, რომელმაც ერთი დღით ადრე ზაარბრიუკენი დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ ჩაბი ალონსოს გუნდს ტრებლის მოგების შესანიშნავი შანსი აქვს. გერმანიის თასზე უკვე ვთქვით, ბუნდესლიგაში კი სეზონის დასრულებამდე 7 ტურით ადრე, მე-2 პოზიციაზე მყოფ მიუნხენის ბაიერნთან სხვაობა 13 ქულას შეადგენს.
რაც შეეხება ევროსარბიელს, ლევერკუზენი ევროპა ლიგის მეოთხედფინალშია, სადაც მეტოქე ვესტ ჰემ იუნაიტედი იქნება.











