თურქეთის პირველი ლიგის 36-ე ტურში ბოდრუმსპორი საკუთარ მოედანზეერზურუმსპორს დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 ითამაშა.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე,ერზურუმსპორმა მიზანს მიაღწია, ჩემპიონი გახდა და თურქეთის სუპერლიგაში გადავიდა.
ერზურუმსპორში ქართველი მარცხენა მცველი გურამ გიორბელიძე თამაშობს, რომელმაც სეზონი სტაბილურად თამაშობდა, ძირითადი შემადგენლობის წევრი იყო და 34 შეხვედრა ჩაატარა.
მოგეხსენებათ, გიორბელიძე საქართველოს ნაკრების წევრია, ის ნაკრებში გასული წლის ივნისში იყო გამოძახებული.









