მას შემდეგ, რაც სტეფანო პიოლიმ მილანი 2023/24 სეზონის დასრულების შემდეგ დატოვა, მისი კანდიდატურა სერიოზულად განიხილებოდა ალ იტიჰადსა და რენში, თუმცა გამოცდილი იტალიელი მწრთნელი ამ დრომდე უგუნდოდაა.
რაც შეეხება ალ ნასრის, კლუბში ლუის კასტროს გაშვების საკითხი დღის წესრიგში დგას და დიდია იმის ალბათობა, რომ გუნდს მალე ახალი მთავარი მწვრთნელი დასჭირდეს და როგორც ირკვევა, სტეფანო პიოლი #1 სამიზნეა. შეგახსნებეთ, პიოლის მილანთან კონტრაქტი ჯერ კიდევ აკავშირებს და "როსონერი" იტალიელს ხელფასს ამ დრომდე უხდის, შესაბამისად, თუ მისი საუდის ლიგაში წასვლა გადაწყდება, პირველ რიგში მხარეებს შორის ხელშეკრულება უნდა გაწყდეს.
უახლოეს საათებში, პიოლის მომავალთან დაკავშირებით უფრო მეტ ინფორმაციას შევიტყობთ.









