მატჩი საკმაოდ სწრაფ ტემპში დაიწყო და პირველი გატანილი გოლიც მალე ვიხილეთ. მე-6 წუთზე პალმერის აქტიურობას ჯექსონის ქუსლით გატანილი გოლი მოჰყვა. ეს 22 წლის სენეგალი შემტევისთვის სეზონში უკვე მე-9 გატანილი ბურთი იყო.
ამის შემდეგაც უპირატესობა პოჩეტინოს გუნდს ჰქონდა, თუმცა ტაიმის ბოლომდე ჩელსიმ კარის მშრალად შენახვა მაინც ვერ მოახერხა. 43-ე წუთზე ბრუნო გიმარაეშის გადაცემის შემდეგ ისაკმა პეტროვიჩს აუღებელი დაურტყა და ანგარიშიც გათანაბრდა.
მეორე ტაიმი მასპინძელმა გუნდმა ისევ კარგად დაიწყო. შეხვედრის 58-ე წუთზე პალმერმა ეფექტური გოლი გაიტანა და ჩელსი ისევ წინ გავიდა, 2:1. ამის შემდეგ პოჩეტინომ მოედანზე მუდრიკი შეუშვა, უკრაინელმა კი ეს შანსი გამოიყენა. 76-ე წუთზე ჩელსის ათიანმა საკმაოდ ლამაზი გოლის გატანა მოახერხა.
ნიუკასლმა მატჩის დასრულებამდე ანგარიშის შემცირება კიდევ ერთხელ მაოხერხა. მერფის საოცარ გასროლას პეტროვიჩმა ვერაფერი მოუხერხა, 3:2.
ჩელსიმ ამ გამარჯვებით 39 ქულა მოაგროვა და ათეულს კიდევ უფრო მიუახლოვდა. პოჩეტინოს გუნდს კონკურენტებთან შედარებით ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.
ჩელსიმ ამ გამარჯვებით 39 ქულა მოაგროვა და ათეულს კიდევ უფრო მიუახლოვდა. პოჩეტინოს გუნდს კონკურენტებთან შედარებით ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.










