ინტერ მაიამის თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა გაიხსენა, თუ როგორ ცდილობდა მადრიდის რეალი მის გადმობირებას. თავად ფეხბურთელის თქმით, ეს ყველაფერი ხდებოდა 2014 წელს, მუნდიალის დაწყებამდე. "სამეფო კლუბს" იმდენად სურდა ურუგვაელი ფორვარდის ტრანსფერი, რომ სანაცვლოდ ისინი კარიმ ბენზემასაც კი თმობდნენ.
"2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების წინ, რეალი ჩემს გადმობირებას ცდილობდა. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა. მათი მიზანი იყო ჩემი გაფორმება და ბენზემას არსენალში გაყიდვა. სიტუაცია შეიცვალა უშუალოდ მუნდიალის მსვლელობისას, ჩემსა და კიელინის შორის მომხდარი ინციდენტის შემდეგ.
მადრიდელების ინტერესმა იკლო, ბარსელონა კი პირიქით - გააქტიურდა. საერთო ჯამში, მქონდა ორი ვარიანტი, საბოლოოდ კი ისეთი არჩევანი გავაკეთე, რომელიც სანანებელი არასდროს ყოფილა", - განაცხადა კატალონიელთა ყოფილმა ფორვარდმა, რომელმაც ესპანეთში გადასვლის შემდეგ, 283 მატჩში 198 გოლი გაიტანა.









