ინტერ მაიამის ურუგვაელ ფეხბურთელს ლუის სუარესს ჩიკაგოსთან გამართული მატჩის შემდეგ რამდენიმე საინტერესო კითხვა დაუსვეს.
MLS-ის შეხვედრა ინტერ მაიამისა და ჩიკაგო ფაიარს შორის ფრედ, 0:0 დასრულდა. სუარესიც და ლეო მესიც ძირითად შემადგენლობაში იყვნენ.
" გავაგრძელებ თუ არა გუნდთან კონტრაქტს, ჯერ არ ვიცი. კლუბი ჩემთან ყოველთვის ღიაა, ამ საკითხზეც ვისაუბრებთ და თუ ისინი თვლიან, რომ საჭირო ვარ და კონტრაქტის გახანგრძლივება უნდათ, დავეხმარები, თუმცა ჯერ ამაზე საუბარი ადრეა, რადგან მნიშვნელოვანი მატჩები გვაქვს ჩასატარებელი.
კარიერის დასრულება? - ამ საკითხზე მე და მესიმ ვისაუბრეთ და მითხრა, რა არის მისი მთავარი მიზანი. ლეოს მომავალ წელს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში სურს, ამიტომ კარიერის დასრულებას არ განიხილავს. ჩემს შემთხვევაში, სიტუაცია სხვანაირადაა, რადგან სანაკრებო კარიერა დასრულებული მაქვს.
მე და ლეო კარიერის დასრულებაზე ხშირად ვხუმრობთ ხოლმე, მაგრამ სერიოზულად არასდროს გვისაუბრია.
"









